მოდის ერთთვიანი მარათონის მოახლოებასთან ერთად, საფრანგეთის მოდის ფედერაციამ 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კალენდარი გაავრცელა. 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, პარიზი 105 ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის 64 – ფიზიკურ ჩვენებას და 41 – პრეზენტაციას.
ადვილი შესამჩნევია, რომ კალენდარში არაერთი ახალი ბრენდია წარმოდგენილი. ინგლისელი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი ჩვენებებს ნიუ-იორკსა და ლონდონში მართავდა, თუმცა ამჯერად, ის ტრადიციას დაარღვევს და ახალი კოლექციის შოუს, 20 სექტემბერს, სწორედ პარიზში მოაწყობს.
2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულში ერთადერთი ქართული ბრენდი მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი რუსაძის ხელმძღვანელობით, სიტუაციონისტის ახალ კოლექციას 4 ოქტომბერს ვიხილავთ.
კალენდარი ტრადიციულად აერთიანებს მსოფლიოში სახელგანთქმულ მოდის სახლებს, ესენია: დიორი, სენ ლორანი, შანელი, ბალმანი, ლუი ვიტონი, ერმესი და ა.შ. რაც შეეხება ყველაზე წარმატებულ ქართველ დიზაინერს, დემნა ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებას 2 ოქტომბერს, პარიზის დროით 11:30 საათზე გამართავს.