ხმაურიანი, ცვლილებებით სავსე, ამაღელვებელი, მაგრამ ამავდროულად დამღლელი ათწლეულის შემდეგ, მოდის ინდუსტრიაში მოდელების მრავალფეროვნების საკითხი არათუ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი თემა, არამედ გადაფარა თითქმის ყველა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა. 2020 წელს, აღიარებული დიზაინერის, ან რედაქტორის მიერ ახალი კოლექციის, ნომრის, კამპანიის წარდგენის შემდეგ, შეფასება იწყება მსჯელობით არის, თუ არა დაცული მოდელების მრავალფეროვნება. თუმცა ცხადია, რომ ფრანგული ვოგის მთავარი რედაქტორისთვის მოდის „ახალ მორალურ ღირებულებას“ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
Vogue Paris-ის მთავარმა რედაქტორმა, ემანუელ ალტმა გამოცემის ნოემბრის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც ოქტომბრის ნომრის მგსავსად, ჰოლანდიელი ტოპ მოდელი, Rianne van Rompaey ამშვენებს.
Vogue Paris ნოემბერი 2020
Vogue Paris ოქტომბერი 2020
ჰოლანდიელი ვოგის ფრანგული გამოცემის ყდაზე 3 წლის წინ, 2017 წლის ნოემბერში დაიბეჭდა. შემდეგ იყო: 2019 წლის მარტი, მაისი და სექტემბერი, (ერთ წელში 3 გარეკანი), რასაც მოჰყვა ზედიზედ ორი ნომრის ყდა 2020 წელსაც. რომფაი ემანუელ ალტის უდავო ფავორიტია, რასაც აგრეთვე მოწმობს მისი ჩართულობა გამოცემის ოფიციალურ იუთუბ არხზე, სადაც ტოპ მოდელი, Vogue Paris-ის სახელით, ინდუსტრიის მნიშვნელოვან ადამიანებს ჩვენებების კულისებში ესაუბრება.