ჯერ კიდევ 2 თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახის შესახებ სტატიების დიდ ნაწილს უკრაინულ პრესაში მოიძიებდით, თუმცა ახალმა რეალობამ პრეზიდენტი ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წყვილად აქცია. ახლა მათ შესახებ წერს: People, BBC, Vogue, Independent და სხვა მრავალი გავლენიანი გამოცემა.

“მე არ ვარ საჯაროობის მოყვარული, მირჩევნია კულისებში დავრჩე, მაგრამ ახალი რეალობა მოითხოვს ახალ წესებს, რომელსაც უნდა დავემორჩილო,” -აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ადგილობრივ ვოგთან ინტერვიუში, 2019 წელს. მოდის პრესის ყურადღებას რა თქმა უნდა იმსახურებს ოლენას ჩაცმის სტილი. უკრაინის პირველმა ლედიმ მოდისადმი თავის დამოკიდებულებაზე სწორედ ვოგთან ინტერვიუში ისაუბრა. “მოხარული ვარ, როდესაც პარიზსა თუ ნიუ-იორკში, ჩემი სამოსით ინტერესდებიან. ხშირად მეკითხებიან ვისი დიზაინი მაცვია. ცნობილი დასავლური ბრენდი რომ დავასახელო, ეს ჩემგან ამაღელვებელი არ იქნება, მაგრამ რამდენად სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოში უკრაინელ დიზაინერებს წარვადგენ.”

ოლენა ზელენსკა უკრაინული ვოგის გარეკანზე – 2019 წელი.

თვალი გდავავლოთ ოლენას რამდენიმე რჩეულ უკრაინულ ბრენდს.

ELENAREVA – მაღალი ხარისხის ბრენდი, რომელიც ცნობილია ახალგაზრდა უკრაინელ არტისტებთან კოლაბორაციებით.


Vita Kin – კიევში წარმოებული ტანსაცმლის ბრენდი, რომლის ერთ-ერთ მთავარ შთაგონებას კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს.

FROLOV – ვარსკვლავების ერთ-ერთი საყვარელი უკრაინული ბრენდი, რომელიც 2015 წელს დაარსდა და დღესდღეისობით რამდენიმე განსხვავებულ ხაზს აერთიანებს.

Lake Studio – საუკეთესო ხარისხის იტალიური და იაპონური ქსოვილებისგან წარმოებული უკრაინული ტანსაცმლის ბრენდი, რომლის მიღმა ახალგაზრდა დიზაინერები, ანასტასია რიაბოკონი და ოლესია კონონოვა დგანან.