ფრანგული კინოს გამორჩეულმა სახემ პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. ოდრი ტატუმ Ami -ის ახალი კოლექციის ჩვენება გახსნა. თეთრი, შავი და კრემისფერი ტონალობების გაერთიანებით, აგრეთვე აბრეშუმისა და ჯინსის კომბინაციით, ალექსანდრ მატიუსიმ მარტივი ფრანგული ლუქი შექმნა.

ჩვენება პარიზში, მონმარტზე გაიმართა. 45 წლის მსახიობის პოდიუმზე გამოსვლას წინა რიგიდან თვალს ადევნებდნენ კარლა ბრუნი და კატრინ დენევი.
Ami – ეს არის მაღალი ხარისხის ყოველდღიური სტილის ბრენდი, რომელიც 2011 წელს ფრანგმა დიზაინერმა, ალექსანდრ მატიუსიმ დააარსა. ბრენდი გამოირჩევა მარტივი, კომფორტული დიზაინით, აგრეთვე მრავალფეროვანი და ვარსკვლავური მოდელების შემადგენლობით.