ნიუ-იორკ ტაიმსი აქვეყნებს სტატიას: „ტომ ფორდი-სურნელოვანი ვეგანი ვამპირი”. 

თუ ტომ ფორდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახლა იწყებთ, პირველი, რაც უნდა უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ტომი უკიდეგანო პერფექციონისტია და უყვარს ასტროლოგია.   „ძალიან ქალწული ვარ, ზედმეტად ქალწული. პერფექციონისტი, კონტროლის მოყვარული, ერთი შეხედვით პატივმოყვარე და ქედმაღალი. ჩვენ აგრეთვე სახლის მოყვარულები ვართ.“

სტატიიდან ირკვევა, რომ სასტუმრო თაულერ ბარის მენეჯერმა, ჯეფ კლეინმა ელექტრიკოსი ტომ ფორდისთვის გამოიძახა და დიზაინერის მაგიდასთან სპეციალური ჩამრთველი დააყენებინა, მიზეზი კი ძალიან „ტომ ფორდულია“ – არ მოსწონს, როცა განათების სხვისი ზევიდან ეცემა, რადგან სახის ნაკვთებს „საშინლად აჩენს“.

„კი, მართლაც ვუთხარი, რომ თავიდან უნდა მომაცილონ ზედა განათება, თორე მეორედ აქ აღარ მოვალ. ღმერთო ჩემო, რატომ? რატომ ზედა განათება? წარბი და ცხვირი ჩრდილს შექმნის, საშინლად გამოჩდნები,ამიტომ არ წავედი ბერის და დაიანის წვეულებაზე,“ ამბობს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ საღამოზე, რომელიც ოსკარის დაჯილდოების უიქენდზე ბერი დილერის და დაიან ვონ ფურსთენბერგის სახლში იმართება. ის ყოველთვის ხედავს რა არის არასწორად და სწორედ ამიტომ არის ტომ ფორდად ყოფნა რთული, წერს ტაიმსის ჟურნალისტი.

Lisa Eisner, რომელმაც ტომთან 2016 წელს ითანამშრომლობა, ფილმისთვის “Nocturnal Animals, ტაიმსთან ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ არავის იცნობს ისეთ მედიდურს და თვითკმაყოფილს, როგორიც ტომია. ის ყოველთვის გეტყვის, რა გაქვს შესაცვლელი. ლიზას ეთანხმება მსახიობი Rita Wilson, „არ ვიცი კურთხევაა,თუ წყევლა, მაგრამ მას რაღაცების გაუმჯობესება შეუძლია.“

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ტომის ყველაზე დადებითი თვისება ერთგულებაა. ცხოვრებაში კი თავის ყველაზე დიდ მიღწევად ადამიანურ ურთიერთობებს მიიჩნევს. მას თითქმის ყველა მეგობართან 20-25 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. „ძალიან ერთგული, ძალიან დაქორწინებული,“ ასე აღწერენ მეგობრები ფორდს. უილსონი იხსენებს, რომ 2015 წელს, როცა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სხეულის ნაწილის მოკვეთიდან გამომდინარე ძალიან ღელავდა, ტომმა სპეციალურად შეუკერა კაბა, რომელიც მის (რიტას) სხეულის ახალ მდგომარეობას ჩვეულებრივ ფორმას მისცემდა და ეს ძალიან დიდი სიყვარულით და სიკეთით გააკეთა.

გუინეტ პელტროუ, სტელა მაკარტნი და ტომ ფორდი

სიმსივნე ჰქონდა ტომის მეორე ნახევარსაც. ფორდის პირადი ცხოვრება ყოველთვის ძალიან დახურული და „მოსაწყენი“ იყო მის იმიჯთან შედარებით. ის არის დიზაინერი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება სექსთან. დიზაინერი, რომელსაც მუდამ კარგი სურნელი აქვს, აცვია შავი და არ ბერდება.  ეს ყველაფერი კი ტომს ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტის საყვარელ „ვამპირად“ ხდის.

„ვამპირის ლაბადა ერთ-ერთი პირველი რამ იყო, რაც დედაჩემმა ჩემთვის შექმნა. გარედან შავი აბრეშუმი, შიგნიდან-წითელი. ვამპირის კბილები მქონდა, შეპყრობილი ვიყავი, მინდოდა ვამპირი ვყოფილიყავი, რადგან ვამპირები სექსუალურები არიან და არ ბერდებიან. ჩვეულებრივ, ვამპირები მდიდრები არიან, შესანიშნავ სახლებში, ან სასახლეებში ცხოვრობენ, იცვამენ შავს. ვამპირები დიდებულები არიან.“

ტომი ნამდვილად ქმნის წარმოდგენას, რომ მხოლოდ სექსუალურ პარტნიორებზე, თავის სექსუალურ იმიჯზე და ზოგადად, სექსზე ფიქრობს, თუმცა ის „ძალიან დაქორწინებულია.“ ფორდის პირადი ცხოვრება არასდროს ყოფილა ბევრი პარტნიორით დატვირთული, თავის მეუღლეს 24 წლის ასაკში შეხვდა და უკვე 32 წელია მის გვერდით სხვა მამაკაცი, თუ ქალი არ გვინახავს. 

როგორია ტომ ფორდი თავისი ქმრის თვალში? -საშინლად მორცხვი!

„ტომი საშინლად მორცხვია და ყოველთვის ასეთი იყო. თავის ადრეულ ასაკში მსახიობად მუშაობდა, შეუძლია ინტერვიუებისთვის ‘ჩაირთოს.’ ჯეკი (ტომის და რიჩარდის შვილი) კამერებს არასდროს გადაუღიათ. ლონდონში ჟურნალებისთვის სასამართლო აკრძალვა გვქონდა. ლოს-ანჯელესში კანონი არსებობს.“-რიჩარდ ბაქლი.

ტომ ფორდი ნიუ-იორკ ტაიმსისთვის

ერთი თვის წინ ტომმა მანჰეტენზე ჰალსტონის ძვირადღირებული ბინა შეიძინა. სტატიიდან ვიგებთ, რომ ჰალსტონის სახლის შეძენა მხოლოდ CFDA-ს თავჯდომარის თანამდებობას არ უკავშირდება. ეს არის სახლი, რომელშიც გასული საუკუნის დიდებული ამერიკელი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მათ შორის იყო ენდი უარჰოლიც. ტომი პირველად ამ სახლში 1980-იანებში აღმოჩნდა, მაშინ, როცა ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, ზუსტად არ იცოდა რას გააკეთებდა მომავალში, მაშინ არც ის იცოდა, რომ გეი იყო.

„(ერთ ღამეს) ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი: ‘ღმერთო, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, რამე მოხდეს ჩემს თავს.’ კარზე კაკუნის ხმა მომესმა, ვაღებ და იან ფალკონერი, ბიჭი ხელოვნების სკოლიდან, მითხრა: „გინდა Studio 54 -ში წამოსვლა?“ ვუპასუხე: „მეხუმრები,Studio 54?“ მან კი მომიგო: „კი, მეგობრებთან ერთად მივდივარ.“ ერთ-ერთი მეგობარი ენდი უარჰოლი იყო. იმ ღამეს Studio 54 -ში კაცთან პირველად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. „იანს ვუთხარი, რომ დიდებული იყო, მაგრამ ეს მე არ ვარ და ამას ზოგადად არ ვაკეთებ. ვცადე უარყოფა. დაახლოებით 6 თვე გამიჭირდა, ალბათ,  ჩემი წარმომავლობის გამო, მე ტექსასიდან ვარ, სადაც ხომ იცით,.. ვნერვიულობდი როგორ მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, თუმცა ჩემი მშობლები ლიბერალი დემოკრატები არიან და ჩვეულებრივად მიიღეს.“

ფორდს ყოველთის ელეგანტურად აცვია, თუმცა მისი ჩაცმის სტილი მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა. როგორც ამბობს, დახვეწილი კოსტიუმი ჯავშანია, რომელსაც სვიტერში არ გაცვლის. არ უყვარს ფერები, „ჩემზე ფერები არ მომწონს, რადგან ყვირილი არ მიყვარს,“ მამას ჰგავს ჯეკიც, რომელიც ჯერ 6 წლისაა, თუმცა უკვე შავი მაისური ურჩევნია ყვითელს.

ღიმილით იხსენებს უხერხულ მომენტს St. Barts-ზე, როცა შემთხვევით ანა ვინტურს თავისი ჯავშანის გარეშე გადაეყარა. „ ‘გამარჯობა რიჩარდ! გამარჯობა ტომ!’ ‘ოუ, გამარჯობა ანა!’ და მე შიშველი ვარ! “ ვინტურის თქმით, იმ პერიოდში St. Barts-ზე ყველა შიშველი იყო.

ტომი და ანა ვინტური

ახალ ინტერვიუში გაიხსნა ნარკოდამოკიდებულებაზე და ალკოჰოლზეც, რაც მისი გულშემატკივრებისთვის სიახლე არ არის.

„ბევრს ვსვამდი და მეორე დილით მიწევდა ყვავილის გაგზავნა ამისთვის, ყვავილის გაგზავნა იმისთვის, „არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე,“ „არ მჯერა, რომ ეს ვთქვი.“ რიჩარდს 1 წელი მაინც ვეუბნებოდი ამ სიტყვებს, „ნეტა საერთოდ არ დამელია,“ სასმელი კი ღია კარია ნარკოტიკებისთვის.“

ლონდონში 17 წლიანმა ცხოვრებამ ყველაფერი უფრო გაართულა. როგორც იხსენებს, დასალევი მიზეზი არ ელეოდა. ალკოჰოლს ერთი წელი თერაპევტის დახმარებით ებრძოდა, ერთ დღესაც გაიღვიძა და შაბათ-კვირას დალევა აღარ უნდოდა. ეტაპობრივად კვების კონტროლიც დაიწყო, დღეს კი ვეგანია, ცდილობს ბევრი ტკბილი არ მიიღოს, რაც ყველაზე მეტად უჭირს, „შაქარი ჩემი სისუსტეა.“

ღიად ისაუბრა ბოტოქსზე და ფილერებზე, „მე მითქვამს, რომ ბოტოქსს და ფილერებს ვიკეთებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ყოველ 8 თვეში ერთხელ ვიკეთებ. მივდივარ დერმატოლოგთან და ჩემი ხელით ვაჩვენებ, თეთრ ფანქარს ვიღებ და ვეუბნები: „აი აქ!“ თავად რომ შემეძლოს გაკეთება, გავიკეთებდი.“

შეეხო #Metoo მომენტს და ტერი რიჩარდსონს, რომელიც სექსუალური შევიწროებების ბრალდებების გამო ჟურნალებმა დაბლოკეს. „მე მიყვარს ტერი და უნდა ვთქვა, რომ მე არასდროს მინახავს მისგან მსგავსი ქცევები. ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი 2 წელი იყო ტერისთან და ის (ტერი) ყველაზე კეთილი, ჯენტლმენი მამაკაცი იყო ურთიერთობაში.“ ხაზი გაუსვა პოლიტკორექტულ კულტურასაც, „ზედმეტად პოლიტკორექტულ სამყაროში არაფრის თქმა აღარ შეგიძლია.“

რა მიზანი აქვს მომავალში, როგორც CFDA-ს თავჯდომარეს? ამერიკული მოდის ამერიკულობის იდეა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადოს და ამერიკულ ბრენდებს გლობალური ხედვა ჩამოუყალიბოს.

Tags :