ოტ-კუტიურ შოუში მონაწილეობის შემდეგ, მსახიობი ფრანგული ბრენდის კამპანიაშიც გადაიღეს. ნიკოლი რეკლამას უწევს ბალენსიაგას „გარდერობის ხაზს“, რომელიც დემნამ 2022 წლის მაისში წარადგინა. „გარდერობის ხაზი“ აერთიანებს კლასიკური და საქმიანი სტილის სამოსს. ამ ხაზის პრეზენტაცია ადიდასის კოლაბორაციასთან ერთად, ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე შედგა.



ახალ კამპანიაში სხვა ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ, მათ შორის ტოპ მოდელი ბელა ჰადიდი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი იზაბელ იუპერი.




ფოტოგრაფი: Joshua Bright.