მას შემდეგ, რაც ქეისი ქადუალედერი Mugler-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, ბრენდის ახალი ესთეტიკა იმდენად თვალსაჩინო არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელმა დიზაინერმა საკუთარ სტილს საბოლოოდ მიაგნო და უკვე საკმარისად თავდაჯერებულია საიმისოდ, რომ მდიდარი ისტორიის მქონე მოდის სახლი ახალი მიმართულებით განავითაროს. “მე არ ვარ მანფრედ მუგლერი, არც არასდროს ვიქნები, მაგრამ მიყვარს ეს ბრენდი და ჩემი ხედვით ვაგრძელებ მას,” – აღნიშნა ახალგაზრდა დიზაინერმა 2022 წლის ზაფხულის კოლექციის წარდგენისას.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი დიზაინერის კოლექციები ავანგარდული ოტ-კუტიურ სილუეტებით არ გამოირჩევა, ის მაინც ინარჩუნებს მუგლერის ისტორიულ ფესვებთან კავშირს. ქეისის ხედვა ისეთივე მრავალფეროვანი, ექსპერიმენტული და თამამია, როგორც ბრენდის ლეგენდარული დამფუძნებლის. სწორედ ეს განაპირობებს მის წარმატებას.
Mugler – ზაფხული 2022
შემოქმედებითი დირექტორი – ქეისი ქადუალედერი