ზუსტად მაშინ, როდესაც ვიფიქრეთ, რომ მოდაში სახალისო, აბსურდული ათწლეული იწურება და მოდური მიმების ეპოქა დასრულდა, ჯერემი სკოტი მოსკინოს ახალი კოლექციით ჩნდება. Pre Fall 2020 სეზონზე ამერიკელმა დიზაინერმა შთაგონება ნიუ-იორკის მიწისქვეშეთში მოძებნა.

ბრენდები ჩვენების ადგილს მეტრო სადგურის შთაგონებით ხშირად ირჩევენ, მაგრამ ჯერემისთვის ზემოთხსენებული დიზაინ ფილოსოფიის ნაწილია. მისი ხელწერა მიქსია მაღალი და დაბალი ხარისხის, კარგი და ცუდი გემოვნების, სერიოზულის და სახალისოს, შეუხედავის და ლამაზის.

ტრადიციულად, კოლექცია აქსესუარებით დატვირთული იყო, რაც მოსკინოს ბიზნესში მათი მნიშვნელობით აიხსნება. გიგანტური ზომის ქუდები და ჩანთები ინსტაგრამის აუდიტორიისთვის შესაფერის მომენტებს ქმნიდა. კოლექციის სახალისო ნაწილს ვერსაჩეული პრინტები და შანელისებრი ტვიდიც წარმოადგენდა.

იმან ჰამამი ხსნის მოსკინოს პრე შემოდგომა 2020 ჩვენებას
Vogue.com
Moschino Pre Fall 2020
WWD
Moschino Pre Fall 2020
WWD
Moschino Pre Fall 2020
WWD

ვიდეო: Moschino Pre-Fall 2020