ინდივიდისთვის ნებისმიერი აქსესუარი თვითგამოხატვის საშუალებას, მის სამყაროსეულ აღქმას, ან თუნდაც სტატუსს წარმოადგენს. 21-ე საუკუნეში კი, აქსესუარების ეს ფუნქცია ჭკვიანმა გაჯეტებმაც შეითავსეს. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური და ამავდროულად, სტატუსის გამომხატველი აქსესუარი – საათი, რომელიც დღეს უკვე სმარტ ვოჩად იქცა. თანამედროვე მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურმა მოწყობილობებმა ცხოვრება გაუმარტივოს, ის მათ დიზაინსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად დანერგილმა ტრენდებმა მოდის ინდუსტრიას ბუნებრივად უბიძგა, ამ პროცესთან ადაპტირებულიყო. შედეგად, არაერთი ცნობილი მოდის სახლისა და ტექნოლოგიური ბრენდის საინტერესო კოლაბორაცია ვიხილეთ. საკმარისია, გავიხსენოთ Gucci-ის თანამშრომლობა Snapchat-თან; ან, თუნდაც, Apple x Hermès-ის კოლაბორაციით გამოშვებული ჭკვიანი საათის ექსკლუზიური მოდელი, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების საყვარელ აქსესუარად იქცა.
როგორც ჩანს, მოდის და ტექნოლოგიური სექტორის კავშირი საქართველოშიც საინტერესო ფორმას იღებს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს Zoommer-ის ახალი კამპანიის ვიდეო რგოლი, რომელიც ახლახანს გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით. „მოირგე, რას ელოდები?“ – ნაცნობი შინაარსის ახლებური ვერსიის გზავნილის თანხლებით, „ზუმერისა“ და მოდის სახლ ANOUKI- ის კოლაბორაცია ვიხილეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სარეკლამო ვიდეოში ხშირად გვინახავს ადგილობრივი დიზაინერების სამოსი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ბრენდი თავისი კონცეფციითა და იმიჯით, კამპანიის კოლაბორატორად და წარმდგენად იქცა.
Zoommer-ის აქსესუარების კამპანია ქართული მოდის სახლებთან კოლაბორაციით, არა მხოლოდ გაჯეტებს, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილს გვთავაზობს. სწორედ თანამშრომლობის ამგვარი, პრეცედენტული ხასიათი იქცევს ჩვენს ყურადღებას და ახლებური კუთხით გვაჩვენებს საქართველოში მოდას, როგორც ვიზუალური კომუნიკაციის ფორმას.
უდავოა, რომ ახალი წამოწყების ასეთმა მოულოდნელმა პრეზენტაციამ და მისმა კონცეფციამ ინტრიგა გააჩინა. საინტერესოა, კიდევ რომელ ქართულ ბენდებს ვიხილავთ ამ პროექტის ფარგლებში და როგორ ფორმას მიიღებს Zoommer-ის, როგორც ტექნიკის ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული კამპანიების მქონე ბრენდისა და ქართული მოდის ინდუსტრიის ნოვატორული კოლაბორაცია.