როდესაც საუბარია მოვლილ და კარგ სხეულზე, საზოგადოების უმრავლესობას მოდელები ახსენდება, რაც გასაკვირი სულაც არ არის. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კარგი პიროვნულობა, ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, ამ პროფესიაში, პირველი და უმთავრესი არის გარეგნობა, უფრო კონკრეტულად კი – ტანი. მოდელების უმრავლესობა გენეტიკურად დაჯილდოებულია კარგი სიმაღლით, აღნაგობით, კანით, თუმცა ის სრულყოფილება, რომელსაც პოდიუმზე და ფოტოსესიებში ვხედავთ, მხოლოდ გენეტიკის დამსახურება არ არის. სუპერმოდელები დაუღალავად შრომობენ, რათა ყოველთვის ფორმაში იყვნენ. საკმარისია თვალი მივადევნოთ მათ სოციალურ ქსელებს, რათა დავრწმუნდეთ, თუ რამდენ დროს უთმობენ ვარჯიშს. ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ფიტნეს ინსტრუქტორები, რომლებიც ცნობილ მოდელებთან მუშაობენ.

Justin Gelband

იმ მოდელების მცირე ჩამონათვალი, რომლებთანაც ჯასტინს უმუშავია: Karlie Kloss, Candice Swanepoel, Behati Prinsloo.

Michael Olajide, Jr.

ინსტრუქტორი, რომელიც წლებია ადრიანა ლიმასთან მუშაობს.

Mary Helen Bowers

მათთვის, ვისაც ვარჯიშთან ერთად ცეკვა, უფრო კონკრეტულად კი, ბალეტი იზიდავს, მერი ბოუერსი საყვარელი ინსტრუქტორია. მის მოდელ კლიენტებს შორის არიან: Miranda Kerr, Doutzen Kroes, Carolyn Murphy და ა.შ.

David Kirsch

ნიუ-იორკში მოღვაწე ფიტნეს-ინსტრუქტორი, რომელთანაც ცნობილი ბომბშელები, ლაის რიბეირო და ქეით აპტონი ვარჯიშობენ.

Rob Piela 

რობი ხშირად თანამშრომლბს ისეთ ცნობილ ტოპ მოდელებთან, როგორებიც არიან: Cara Delevingne და Gigi Hadid.