5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი დიზაინერი პიტერ მიულე ალაიას მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. პროფესიით არქიტექტორი, პიტერი უკვე 15 წელზე მეტია რაფ სიმონსის მარჯვენა ხელია. ისინი ერთად ქმნიდნენ კოლექციებს, როგორც რაფის საკუთარი ბრენდისთვის, ისე ჯილ სანდერისთვის, დიორისა და კელვინ კლაინისთვის. მიულე პირველი ადამიანი იქნება, ვინც ალაიას კრეატიულ დირექტორად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი დამაარსებელი აზადინ ალაია გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, უკვე არაერთ მსგავს შემთხვევას ვხედავთ, ზოგი ამართლებს, ზოგიც არა, თუმცა ერთი რამ ცხადია – მოდის ინდუსტრია შანს აძლევს გავლენიან მოთამაშეებს, რომლებიც წლებია ცნობილი დიზაინერების ჩრდილში დგანან.
Pieter Mulier – ალაიას ახალი კრეატიული დირექტორი, რომელიც 15 წელი რაფ სიმონსის მარჯვენა ხელი იყო.

Daniel Lee – ბოთეგა ვენეტას ახალი კრეატიული დირექტორი, დენიელი 10 წელი ფიბი ფაილოს მარჯვენა ხელი იყო.

Virginie Viard – შანელის ახალი შემოქმედებითი დირექტორი, ვიარდი 30 წელი კარლ ლაგერფელდის მთავარი ასისტენტად მუშაობდა.

Natacha Ramsay-Levi – ქლოეს ყოფილი კრეატიული დირექტორი,რომელიც ფრანგულ მოდის სახლს 2016 – 2020 წლებში ხელმძღვანელობდა. ნატაშა 2003 წლიდან ნიკოლა ჟესქიერთან მუშაობდა.

Francesco Risso – მარნის შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც წლების განმავლობაში, მიუჩია პრადას მარჯვენა ხელი იყო. ‘

Julien Dossena – პაკო რაბანის კრეატიული დირექტორი, რომელიც მოდის ინდუსტრიამ გაიცნო, როგორც ნიკოლა ჟესქიერის მარჯვენა ხელი.
