სერიალ Stranger Things-ის ვარსკვლავის, მილი ბობი ბრაუნის და Louis Vuitton-ის შემოქმედებითი დირექტორის, ნიკოლა ჟესქიერის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფრანგმა დიზაინერმა ახალგაზრდა მსახიობი პარიზში, ლუი ვიტონის ატელიეში მიიწვია. მას შემდეგ, მილი ხშირად ატარებდა Louis Vuitton-ის სამოსს.

რამდენიმე საათის წინ, ფრანგულმა ბრენდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ინგლისელი მსახიობი Louis Vuitton-ის სათვალეების ხაზის ახალი კამპანიის მთავარი სახეა.

სარეკლამო კამპანია ლეგენდარულმა სტივენ მეისელმა გადაიღო.

სარეკლამო კამპანიაში აგრეთვე მონაწილეობენ სუპერმოდელი კარლი კლოსი და კონგოელი არტისტი – Lous and the Yakuza.

სტილისტი: Joe McKenna
ვარცხნილობის სტილისტი და ვიზაჟისტი: Jimmy Paul & Pat McGrath