მილანში მოდის კვირეულის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. დღეს გაიმართა რამდენიმე ცნობილი ბრენდის ჩვენება, მათ შორისაა Emporio Armani, რომლის ციფრული შოუ ქართველმა მოდელმა, ზინი ქაჯაიამ გახსნა.

Emporio Armani – შემოდგომა/ზამთარი 2021/22 – მილანი – მოდელი: ზინი ქაჯაია

ვიდეო:

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Emporio Armani -ს პოდიუმზე ქართველ მოდელს ვხედავთ. 2015-2017 წლებში, თაკო ნაცვლიშვილი არმანის ერთ-ერთი ფავორიტი სახე იყო. აღსანიშნავია, რომ თაკოს მსგავსად, ზინიც სამოდელო სააგენტო, Look Modéls Managemént-ის მოდელია.