2022 წლის “მეტ გალას” მზადება აქტიურ ფაზაში შედის. წლევანდელი გამოფენის და გახმაურებული წითელი ხალიჩის თემაა – ამერიკული მოდის ანთოლოგია.
Met Gala 2022 ამერიკულ მოდას ისტორიულ ჭრილში წარმოადგენს. ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ დღეს აქტუალურ ბრენდებს, არამედ წარსულში მნიშვნელოვან მომენტებს, დაუსრულებელ ამბებს, მოვლენებს, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ამერიკული მოდა განსხვავებული, კიდევ უფრო საინტერესო კუთხით განევითარებინათ.
ამერიკული მოდის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველი ჰოლივუდის გლამურულ ესთეტიკას, ამიტომ ვოგმა ცნობილ რეჟისორებთანაც ითანამშრომლა. ტომ ფორდი, მარტინ სკორსეზე, სოფია კოპოლა, ჯული დაში და ოთომ დე უაილდი – ეს იმ რეჟისორების ჩამონათვალია, რომლებმაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, “მეტ გალას” გამოფენისათვის დათმობილი ოთახები, საკუთარი ხედვით გააფორმეს.
ახალი ფოტოსესია ამერიკული Vogue-ის მაისის ნომრიდან
ფოტოგრაფი – ენი ლეიბოვიცი
წყარო: Vogue.com