სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მარკ ცუკერბერგი იტალიაში სპეციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ცუკერბერგი იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგის რომში შეხვდა.

რომის შემდეგ, ცუკერბერგი მილანსაც ეწვია, სადაც რამდენიმე დახურული შეხვედრა გამართა იტალიური მოდის ლიდერებთან. როგორც პრესა იუწყება, შეხვედრებს ესწრებოდნენ: YOOX-ის დამფუძნებელი – ფედერიკო მარჩეტი, OTB Group-ის გენერალური დირექტორი – რენზო როსო, Moncler-ის – რემო რუფინი, Ferragamo-ს – მარკო გობეტი, Prada Group-ის – ლორენცო ბერტელი და EssilorLuxottica-ს – ლეონარდო დელ ვექიო.
მას შემდეგ, რაც Facebook-მა რებრენდინგის და ახალი ციფრული სამყაროს, „მეტავერსის“ შესახებ დაანონსა, მოდის ინდუსტრიაში საუბარი არ წყდება.
ახალი ვირტუალური რეალობა, რომელსაც ცუკერბერგი მოდას სთავაზობს, ინდუსტრიაში ინტერესს ნამდვილად იწვევს. ამის თქმის საფუძველს მაღალი მოდის სახლების ბოლოდროინდელი აქტივობები გვაძლევს. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის ბალენსიაგამ, ბრენდში ახალი თანამდებობა „მეტავერსის ბიზნეს დირექტორიც“ კი შექმნა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში, ეს პროცესები კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. მილანში ცუკერბერგის ვიზიტიც ამის მანიშნებელია.