ახალი კინო ნამუშევრის, Bullet Train-ის პრემიერაზე ბრედ პიტის ყავისფერ კაბაში ხილვამ ინტერნეტის აღფრთოვანება გამოიწვია.

ბრედ პიტი Bullet Train-ის პრემიერაზე ბერლინში

აღსანიშნავია, რომ შარშან, პირველად მოდის ისტორიაში, კაცებისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტების ათეულში კაბაც მოხვდა. Lyst Index-ის შემაჯამებელი რეპორტიდან ვიგებდით, რომ თომ ბრაუნის კაბა იმ სამოსსა და აქსესუარებს შორის იყო, რომლებიც კაცებს 2021 წელს განსაკუთრებით სურდათ.

პიტ დევიდსონი Thom Brown-ის კაბით

სიახლეს წინ უძღოდა ვოგის ისტორიული გარეკანიც, რომელსაც ბრიტანელი მუსიკოსი ჰარი სტაილსი გუჩის კაბაში ამშვენებდა.  „როდესაც საკუთარ ცხოვრებაში ბარიერებს აგებ, უბრალოდ საკუთარ თავს ზღუდავ.“  – ამბობდა სტაილსი ვოგთან ინტერვიუში.

მამაკაცები კაბით მოდაში ახალი ცნება ნამდვილად არ არის, თუმცა ცხადია, რომ ახლა ისე როგორც არასდროს, ტრენდმა პრაქტიკული დატვირთვაც შეიძინა.

Tags :