ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, მაიკლ კორსის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც მსახიობი ენ ჰეტევეიც ესწრებოდა. ენის ლუქმა გულშემატკივრებს ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაახსენა, სადაც მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ჰეტევეი განასახიერებს, მსგავსი კოსტიუმით ჩნდება.




ჩვენებაზე მსახიობს გვერდს ვოგის ლეგენდარული რედაქტორი ანა ვინტური უმშვენებდა, რაც ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. ჩვენს მკითხველს შეგახსენებთ, რომ პოპულარულ ფილმში, ენის პერსონაჟის მკაცრი და გავლენიანი ბოსი, მირანდა პრისლი სწორედ ანა ვინტურის პროტოტიპია.


The Devil wears Prada-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გლობალური ფენომენი, რომელმაც მოდისა და კინოს მოყვარულების გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. 2006 წლის გასართობი კომედიური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს მერილ სტრიპი, ენ ჰეტევეი და ემილი ბლანტი ასრულებენ, მალევე იქცა მოდის ინდუსტრიის შესახებ გადაღებულ ყველაზე ცნობილ კინო ნამუშევრად.