სიახლე დიზაინერმა თავად გაავრცელა. Challengers – ასე ჰქვია რომანტიკულ დრამას, რომლის სიუჟეტი ყოფილი წარმატებული ჩოგბურთელის ირგვლივ ვითარდება. ფილმი Metro-Goldwyn-Mayer-ის პროექტია.

ლუკა გუადანინოს დაანონსებულ ფილმში მთავარ როლს ახალი თაობის გამორჩეული მსახიობი, ზენდეია შეასრულებს. როგორც პრესა იუწყება, აღნიშნულ როლზე მსახიობის ჰონორარი 10 მილიონ დოლარს შეადგენს. ზენდეიას პარტნიორობას გაუწევს სერიალ Crown-ის მსახიობი ჯოშ ო’კონორი და  West Side Story-ის მსახიობი მაიკ ფაისტი. პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.