ჯერ კიდევ ივნისის თვეში, როდესაც უცნობი იყო რა ფორმატით ჩატარდებოდა მოდის კვირეულები, ბარბერის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ბრენდის ახალი კოლექციის პრეზენტაცია 17 სექტემბერს ბუნებაში მოეწყობოდა, თუმცა დამსწრე აუდიტორიის გარეშე და მისი ყურება მხოლოდ ვირტუალურად იქნებოდა შესაძლებელი.  ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რიკარდო ტიშიმ 60 ლუქი ბრიტანეთის მშვენიერი ლანდშაფტის ფონზე წარადგინა.

ადამიანებს ყოველთვის ღრმა კავშირი გვქონდა ბუნებასთან. უნდა დავაფასოთ და გვჯეროდეს ჩვენი არსებობისთვის მისი მნიშვნელობის მაშინ, როცა მისი ექსტრაორდინალური სილამაზე ასე გვიტაცებს და აღგვაფრთოვანებს. სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთთან კავშირი ისევ აღვადგინეთ, ამ შოუსთვის კი მინდოდა, ეს განცდები შემოქმედებითი გამოცდილების მისაღებად ჩვენი საზოგადოების წევრების ერთად თავმოყრით გამომეხატა“ – ამბობს დიზაინერი ახალ ინტერვიუში.

Burberry გაზაფხული/ზაფხული 2021

პრეზენტაციის შესაქმნელად რიკარდომ გერმანელ არტისტთან, Anne Imhof – თან ითანამშრომლა. ის ჩვენებაზე თავის ახლო კოლაბორატთან, მუსიკოსთან და მოდელთან, ელიზა დუგლასთან ერთად წარსდგა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, ელიზა დემნა გვასალიას ბალენსიაგას მთავარი სახეა. ამერიკელი არტისტი სხვა ცნობილი ბრენდის კოლექციის წარდგენაზე პირველად გამოჩნდა.

იტალიელ დიზაინერს კოლექციის დიდი ნაწილის შექმნა თვითიზოლაციაში მოუწია:

ახალი კოლექცია მთლიანად მარტომ შევქმენი, ბევრი საღამოს ლუქი და ბევრი საყოველდღიურო – მოსაზრება ერთია, თუმცა სამოსს უამრავი სხვა და სხვა დანიშნულება აქვს. რა თქმა უნდა, ჩემს დიზაინ გუნდთან მუდმივ ვიდეო კავშირზე ვიყავი, თუმცა სასიამოვნო იყო ჩემი წინათგრძნობით შექმნილი კოლექციის ნახვა, ყველანაირი ჩარევების გარეშე. ხანდახან, როდესაც ძალიან დიდ კომპანიაში მუშაობ, გიწევს გამართო უამრავი შეხვედრა, შეხება გაქვს ბევრ ადამიანთან, იმდენი რამე გაქვს გასაკეთებელი რომ კრეატივისთვის სულ ცოტა დრო გრჩება. რაც მე მჭირდება, არის განსაკუთრებული სამოსი, რაც რეალურად ფასეულია. რაც არ არის უბრალოდ ის, რასაც იცვამ, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი, სიყვარული, მეგობრობა, ყველაფერი. 

ვფიქრობ ნაკლების წარმოებაა საჭირო, უკეთესი ხარისხითა და კონტენტით. ძალიან ბევრი რამ, რაც მოდაში ხდება, რეალურად ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. რაც მე მსურს და მამოძრავებს არის ვნება. ვის არ ენატრება მაკქუინის და გალიანოს ჩვენებები 90-იანებში? ჩემს ჩვენებებზე მამაკაცისა და ქალის 100 ლუქს წარმოვადგენ, ჯონის შოუები 23 ლუქისგან შედგებოდა, თუმცა ყოველი მათგანი დაუვიწყარი და შეუდარებელი იყო. ვფიქრობ, მოდაში ჯერ კიდევ არის ამის ადგილი: ნაკლები წარმოება, უკეთესი ხარისხი. მოდის ჩვენება ოცნებასავითაა. ჩვენ ისინი არ უნდა შევაჩეროთ, თუმცა უნდა ვეცადოთ ყველა გავხადოთ ჩვენების ნაწილი, მხოლოდ ელიტა არა. მსოფლიო ელიტა მოძველებულად გამოიყურება. დღეს არავინაა ელიტარული. ჩვენ ყველა თანასწორი ვართ.

Burberry გაზაფხული/ზაფხული 2021