ფრანგულმა მოდის სახლმა სიახლე გუშინ გაავრცელა. სელინის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ედი სლიმანის და ლისა მანობანის განსაკუთრებული ურთიერთობა 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც ფრანგმა დიზაინერმა Celine -ში თავისი დიზაინით შექმნილი პირველი პროდუქტი, “Le 16” კეი-პოპის ვარსკვლავს საჩუქრად გაუგზავნა. სელინის ჩანთით ლისა საჯაროდ რამდენჯერმე გამოჩნდა, რასაც ჯერ მოჰყვა მისი ფოტო სერიებში გადაღება, ხოლო შემდეგ, ჩვენებაზე მიწვევა.

ლისა ტაილანდში დაბადებული ვარსკვლავია, რომელმაც აღიარება სამხრეთ კორეულ გოგონა ჯგუფში, BLACKPINK -ში მოღვაწეობით მოიპოვა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა ელმა 2020 წლის ოქტომბრის ნომერი გამოაქვეყნა, რომლის ყდაზე BLACKPINK – ის გოგონები არიან გამოსახულნი.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფი ამერიკაში მოდის და სტილის გავლენიანი გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა. გარეკანზე და ედითორიალში ლისა სელინის სამოსს წარადგენს.