ფრანგულმა მოდის სახლმა ახალი კამპანია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

„გამარჯვება გონების მდგომარეობაა“ – ვკითხულობთ ლუი ვიტონის პოსტში.

თანამედროვე ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკვლავის ერთად ხილვამ ინტერნეტში მოსალოდნელი მღელვარება გამოიწვია. ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე ფოტოს უკვე ორ მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან კოლაბორაცია, Louis Vuitton-ში ერთგვარ ტრადიციად იქცა. 2010 წელს, ფრანგული მოდის სახლის კამპანიისთვის, პელე, მარადონა და ზინედინ ზიდანიც გაერთიანდნენ.


Louis Vuitton 2010

რაც შეეხება ვირუსულად გავრცელებულ ახალ კადრს, სადაც ჩანს, თუ როგორ თამაშობენ მესი და რონალდუ ჭადრაგს ლუი ვიტონის საკულტო მონოგრამის მქონე ჩემოდნებზე, ფოტოს ავტორი ლეგენდარული ენი ლეიბოვიცია.