სკანდალური და მტკივნეული აღიარების შემდეგ, ლეგენდარული სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა მოდის ინდუსტრიას დაუბრუნდა. ლინდა Fendi-ის საკულტო ჩანთის მოდელის, ‘Baguette’ -ის ახალი სახეა.
Fendi ახალი სარეკლამო კამპანია
წლების განმავლობაში, პრესა და გულშემატკივრები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს ლინდას გაუჩინარების შესახებ. “ჩემს გამომწერებს, რომლებსაც გაინტერესებდათ, თუ რატო არ ვმუშაობდი მე, მაშინ, როდესაც ჩემი თანატოლების კარიერა ყვაოდა, მიზეზი ისაა, რომ საშინლად დამამახინჯეს,” როგორც სუპერმოდელმა გასულ წელს გაამხილა, მან ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, დაგროვილი ცხიმების რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. წარუმატებელი პროცედურის შემდეგ, ლინდა საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა.
2022 წლის თებერვალში, ლინდამ People Magazine-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილიდან გამოსვლის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.