სკანდალური აღიარების შემდეგ, ლეგენდარული სუპერმოდელი კამერების წინაშე პირველად გამოჩნდა. ლინდა ევანგელისტას ექსკლუზიური ფოტოსესია ყოველკვირეულმა ამერიკულმა ჟურნალმა, People-მა გამოაქვეყნა.

გასული წლის სექტემბერში, 1990-იანი წლების საკულტო მოდელმა თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ გამოცდილებას ნათელი მოჰფინა.

“ჩემს გამომწერებს, რომლებსაც გაინტერესებდათ, თუ რატო არ ვმუშაობდი მე, მაშინ, როდესაც ჩემი თანატოლების კარიერა ყვაოდა, მიზეზი ისაა, რომ საშინლად დამამახინჯეს.” – ლინდა ევანგელისტა.

სუპერმოდელმა ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, დაგროვილი ცხიმების რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. ლინდას თქმით, ცხიმგროვების გამრავლების და სხეულის დეფორმირების პროცესი არ შეჩერდა დამატებით ორი მტკივნეული ოპერაციის შემდეგაც. “ისეთი დამტოვეს, როგორც მედიამ დამახასიათა, ძნელად საცნობი,” ამბობს ლეგენდარული სუპერმოდელი.

გარეგნობის სამუდამოდ დეფორმირების შემდეგ, ლინდას მძიმე დეპრესია განუვითარდა და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა. 5 წლიანი სიჩუმის და დამალვის შემდეგ კი, ის მზად არის გამოჩნდეს.