მეტავერსი და ვირტუალური სამყარო ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება. მოდის წამყვანი კომპანიებიც ცდილობენ ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტს არ ჩამორჩნენ. ინდუსტრიის უდიდესმა კონგლომერატმა პირველი ვირტუალური ამბასადორი წარადგინა. ლივი LVMH-ის ყველა ინოვაციური ვირტუალური პროექტის სახე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კონგლომერატის აღმასრულებელმა დირექტორმა და მფლობელმა, ბერნარ არნომ მეტავერსთან დაკავშირებით თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება ვერ დამალა. მიუხედავად ამისა, LVMH მზად არის ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროქტებს.

”LVMH Innovation Award” პლატფორმის დახმარებით, ფრანგული კონგლომერატი ყოველწლიურად ეძებს ახალ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ინოვაციურ სტარტაპებს. 2022 წლის კონფერენცია და დაჯილდოება ივნისში გაიმართება. ცნობილია, რომ 950 მონაწილიდან, LVMH -ის პროფესიონალების გუნდმა 21 სტარტაპი შეარჩია.