დიდ ქალაქებში რიდლი სკოტის ახალი ფილმის პრეს-ტური გრძელდება. ლონდონის შემდეგ, გუჩის ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე გადაღებული ფილმის პრემიერა მილანში შედგა. მთავარი როლის შემსრულებელი, ლედი გაგა წითელ ხალიჩაზე Versace -ს კაბით გამოჩნდა. ვარსკვლავს Tiffany & Co. -ს სამკაულები ამშვენებდა. ლედის გაგას ჩაცმულობაზე სტილისტებმა სანდრა ამადორმა და ტომ ეურებოთმა იზრუნეს.

შეგახსენებთ, რომ House of Gucci -ის ლონდონურ პრემიერაზე ვარსკვლავს გუჩის 2022 წლის კრუიზ კოლექცია ეცვა.

ფილმში, House of Gucci, მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. სიუჟეტი მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს ასრულებს.