Vogue Paris – ის 2020 წლის დეკემბრის და 2021 წლის იანვრის ნომერს ფრანგი მსახიობი, ლეა სედუ ამშვენებს. ლეა ფრანგული ვოგის წლის ყველაზე მნიშვნელოვან ნომერში 3 განსხვავებული ფოტოგრაფის ობიექტივში პოზირებს. უნდა ითქვას, რომ ფრანგული ვოგი, ნომრისთვის, რომელიც აერთიანებს ერთი წლის ბოლო, ხოლო მეორე წლის პირველ თვეს, განსაკუთრებით ემზადება. გარდა იმისა, რომ 2 თვის ნომრის ყდაზე მოხვედრა მნიშვნელოვანი მიღწევაა, ლეას პატივი ხვდა გამოცემის მიწვეული რედაქტორიც ყოფილიყო.

ფოტოსესიაში სედუს 3 განსხვავებული სახეა წარმოდგენილი. მეორე და მესამე გარეკანებზე მსახიობს Louis Vuitton-ის სამოსი აცვია. აღსანიშნავია, რომ ლეა სედუ LV-ს ერთ-ერთი საერთაშორისო სახეა.

ფოტოგრაფი: Alasdair mcLellan, სტილისტი: Aleksandra Woroniecka


ფოტოგრაფები: Inez & Vinoodh, სტილისტი: Emmanulle Alt


ფოტოგრაფი: Craig McDean, სტილისტი: Marie-Amelie Sauve