ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ბრიტანული ვოგის მაისის ნომრის გარეკანზეა.
ლეგენდარული ფოტოგრაფის, სტივენ მეისელის ობიექტივში, ლაილა მოსი პირველად გამოჩნდა ვოგის პრესტიჟული გამოცემის ყდაზე.
ლაილა მოსს სამოდელო ინდუსტრიაში ქეითის სააგენტო – Kate Moss Agency წარადგენს. სუპერმოდელის შვილის დებიუტი პოდიუმზე 2020 წელს, მიუ მიუს ჩვენებაზე შედგა.
Vogue – დიდი ბრიტანეთი მაისი 2022