12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ოსკარის მფლობელი ფილმი მონანიება (Atonement) გამოვიდა. ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც ინგლისელ ავტორს და სცენარისტს იან მაკევონს ეკუთვნის. მთავარ როლებს კირა ნაიტლი და ჯეიმს მაკევოი ასრულებენ. კოსტუმების დიზაინერი გახლავთ ბრიტანელი ჟაკლინ დურანი. ჟაკლინის სახელს უკავშირდება მწვანე კაბა, რომელიც კირა ნაიტლის ფილმში აცვია.


კაბა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოდური მომენტი კინოს ისტორიიდან.
„თავიდანვე ვიცოდი, რომ მნიშვნელოვანი მომენტი უნდა ყოფილიყო. როცა ფილმში კოსტუმების დიზაინერად ამიყვანეს, მითხრეს, რომ კაბა უნდა ყოფილიყო დასამახსოვრებელი, მაგრამ გადაწყვეტილი არ მქონდა ზუსტად რას გავაკეთებდი.“ იხსენებს ჟაკლინი.
კაბის შექმნის პროცესი დაიწყო რეჟისორის მითითებით. კაბა უნდა ყოფილიყო:
1. გრძელი, თუმცა სამკაულისთვის ღია ყელით
2. ცხელი ამინდისთვის, მსუბუქი და ადვილად მოძრავი
3. ღია, მაგრამ შესამჩნევი ფერის

კაბა კომერციული მიზნებისთვის არ შეკერილა, მაგრამ ქალბატონებში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ტანსაცმლის მაღაზიებმა პატენტის შეკერვა დაიწყეს. როგორც მიახლოებული, ისე თითქმის იდენტური ვერსიები წლების განმავლობაში იყიდებოდა. ორიგინალს ადგილი მუზეუმებში მიუჩინეს.