პარიზის მაღალი მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, Launchmetrics-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა ტოპ ბრენდების და სელებრითების სტატისტიკა

სოციალურ ქსელებში, ყველაზე დიდი გამოხმაურება ბალენსიაგას ჩვენებაზე კიმ კარდაშიანის გამოჩენას მოჰყვა. მაღალშემოსავლიანი იყო კარდაშიანის ვირუსულად გავრცელებული ფოტოსესია, სადაც რეალითი შოუს მეგავარსკვლავს ბალენსიაგას ახალი ნიღაბი უკეთია. ფოტოებს ინსტაგრამზე 2.4 მილიონამდე მოწონება აქვს.

რაც შეეხება ბრენდებს, ალბათ არავის გააკვირვებს თუ დავწერთ, რომ კვირეულის ყველაზე განხილვადი ბრენდი ბალენსიაგა გახდა. ტოპ ხუთში აგრეთვე ვხედავთ: შანელის, დიორის, ჟან პოლ გოტიეს და სკიაპარელის მოდის სახლებს.