ჩიკაგოს Soldier Field-ის სტადიონმა კანიე უესტის ახალი ალბომის რიგით მესამე შოუს უმასპინძლა. ალბომი ამერიკელი არტისტის გარდაცვლილ დედას, დონდას ეძღვნება.
წარმოდგენა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა ინტერნეტი უკვე მოიცვა ახალმა კადრებმა. ამერიკელ რეპერს, სცენაზე, ყოფილი მეუღლე, კიმ კარდაშიანი საქორწილო კაბით უერთდება.
კაბა ბალენსიაგას „ოტ-კუტიურ“ კოლექციიდან არის.
კარდაშიანის და უესტის ურთიერთობაში სირთულეებზე სოციალური მედია ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში აქტიურად საუბროდა. 2021 წლის დასაწყისში, ამერიკული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა წყვილის დაშორებაზე, რაც მოგვიანებით, ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოში გამართული შოუს კრეატიული დირექტორი და პროდიუსერი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.