Netflix-ის “ვენსდეი” სთრიმინგ სერვისის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად იქცა. ჯენა ორტეგას შესრულებით, ვენსდეი ახალი თაობისთვის მოდურ ინსპირაციადაც მოგვევლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ცნობილი ადამიანებიც მხარს უჭერენ გოთიკური სტილის ახალ ტრენდად ქცევას.

მათ შორის ერთ-ერთი პირველია კენდალ ჯენერი, რომელიც გასულ უიქენდზე როდარტეს აბრეშუმისა და მაქმანებისგან შეკერილ, ფუმფულა მხრებიან შავ კაბაში გამოჩნდა პაპარაცების წინ. ეს კოსტიუმი ვენსდეის გამოსაშვები საღამოს ალაიას კაბას წააგავს.



ასპენში ოჯახური დასვენებიდან ახალი ჩამოსული კენდალი, ამ ლუქით მისი დისშვილის, მეისონ დისიკის ბარ მიცვაზე მივიდა. მოდელმა შავ კაბას By Far-ის ჩანთა შეუხამა.