ინგლისელი მოდელის და მსახიობის ბოლოდროინდელი ქცევა ხშირად ხდება განხილვის საგანი, თუმცა ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაღებულმა კადრებმა გულშემატკივრები კარა დელევინის ჯანმრთელობაზე სერიოზულად დააფიქრა.
დელევინის ნარკოდამოკიდებულებაზე ხმები არაერთხელ გავრცელდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე მოდელის ქცევა შემაშფოთებელი არასდროს ყოფილა. ახალ პაპარაცულ კადრებში, კარა ფეხშიშველი, დასვრილი წინდებით ჩამოდის კერძო თვითმფრინავიდან და ჯდება მანქანაში.
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მოდელი არაფხიზელ მდგომარეობაშია, უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და კონტროლი საკუთარ სხეულსა თუ ქცევებზე.