2022 წელს რიანამ ტრენდსეტერის სტატუსი დაიბრუნა. ორსულობის პერიოდში, მისი ყოველი გამოჩენა საუბრის საგანი ხდებოდა. მსოფლიოს გარშემო მისმა სტილმა ბევრი ადამიანი შთააგონა. დიორის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე მიმავალი რიანა, რა თქმა უნდა, დიორის სამოსში, ყველას დაამახსოვრდა.

კაილი ჯენერი გუშინ ბევერლი ჰილსში დევიდ კომას ტყავის ქურთუკითა და გამჭვირვალე მაქმანის კაბაში გამოჩნდა. პარალელი რიანას ლუქთან ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ რიანას ბრილიანტებიანი სამკაულები ეკეთა, კაილიმ ლუქს უბრალოდ წითელი ტუჩსაცხი შეუხამა.