ყოველი წლის ნოემბრის ბოლო შოპინგის მოყვარულებისთვის შეუცვლელი პერიოდია. ამის მიზეზი კი გლობალური ფასდაკლების დღეა – ე.წ. „შავი პარასკევი.“  პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „შავი პარასკევის“ ტრადიცია ამერიკიდან იღებს სათავეს, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. მომხმარებელთა უმრავლესობა სასურველი ნივთის შესაძენად სწორედ ამ დღეს ელის. კომპანიები კი, ცდილობენ ყოველწლიურად უფრო გრანდიოზული აქციები, ფასდაკლებები, საჩუქრები და სიურპრიზები შემოგვთავაზონ. გამონაკლისი არც საქართველოა.

ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოპინგ მოლი, „ისთ ფოინთი“ Black Friday -ისთვის 3,000 ლარიან სასაჩუქრე ბარათებს გაათამაშებს.

ჯამში, სამი 3,000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გათამაშდება!

თუ გადაწყვიტავთ შოპინგის მარათონში ჩაერთოთ, წესები მარტივია. თვალი ადევნეთ „ისთ ფოინთის“ ფეისბუქ გვერდს, დაელოდეთ 24 ნოემბერს და დაპლიუსდით კომენტარში. 3 გამარჯვებული, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით აირჩევა, მიიღებს 3000 ლარიან სასაჩუქრე ბარათს ისთ ფოინთისგან!

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ გათამაშების პრინციპი უპრეცედენტოდ მარტივია, ხოლო, პრიზი, როგორც უკვე ითქვა, შოპინგის ყველა მოყვარულისთვის – სასურველი. შეგახსენებთ, რომ „ისთ ფოინთი“ 250-მდე ბრენდს აერთიანებს. შოპინგ მოლის ღია სივრცეში განთავსებულია არა მხოლოდ აქსესუარები და სამოსი, არამედ ავეჯისა და ტექნიკის ჰაბები, აგრეთვე ჰიპერმარკეტები, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ არჩევანი ძალიან დიდია და ნებისმიერი გემოვნების, თუ ინტერესების მქონე მომხმარებელს შეუძლია იპოვოს თავისთვის საჭირო ნივთი.

აღსანიშნავია, რომ რამდენადაც საინტერესოა მაღაზიების მრავალფეროვნება, იმდენად მიმზიდველია „ისთ ფოინთის“ გასართობი სივრცეც, რომელიც ყველა ასაკის ადამიანის სურვილებს ითვალისწინებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონცეპტუალური შოპინგის და გართობის ეს ცენტრი საშუალებას გვაძლევს მოდის და გართობის სამყაროში განსაკუთრებული გამოცდილება მივიღოთ.

გამომდინარე აქედან, 24 ნოემბერს, დაელოდეთ „ისთ ფოინთის“ Facebook-ის გვერდზე გათამაშების პოსტს და დაპლიუსდით კომენტარებში!