დავერ სთრით მარკეტის ბრენდებს სიტუაციონისტი შეუერთდა. მოდის ბიზნესის ყველაზე პრესტიჟულმა სავაჭრო ცენტრებმა ქართული ბრენდების შეძენა რამდენიმე წელია დაიწყეს, რაც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამსახურებაა. დღეს უკვე არაერთი ქართველი დიზაინერის პროდუქტი იყიდება ძალიან ცნობილ მაღაზიებში, თუმცა მე ვიკამათებდი, რომ ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტის დავერ სთრით მარკეტში მოხვედრა ყველაზე ამაღელვებელი სიახლეა, რომელიც წელს ადგილობრივ ქართულ მოდაზე წამიკითხავს.

DSM , როგორც მისი დამფუძნებელი, რეი კავაკუბო, ყველასგან განცალკევებით მდგომი, თუმცა უდავოდ, ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა თანამედროვე მოდის სავაჭრო ბიზნესში. რეი ბიზნესს თავის მეუღლესთან, Adrian Joffe-სთან ერთად მართავს. ისინი პიონერები არიან ახალი საკულტო ბრენდების ძიებაში. მათი გავლენა სცდება მდიდრული და ძვირადღირებული ტანსაცმლის გაყიდვის არეალს. DSM ქმნის მუხტს და გარემოს, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს მოდის მიმართულების წინასწარ განჭვრეტაში.



Dover Street Market -ის ნოვატორულმა ხედვამ მოდაში ქუჩის სტილის რევოლუცია გამოიწვია. გოშა რუბჩინსკის და ვეტმანის შეძენით მათ შექმნეს ესთეტიკა, რომელმაც 2010-იანების მოდა განსაზღვრა.



ირაკლი რუსაძის ბრენდის დავერ სთრით მარკეტში მოხვედრა ადრიანის თბილისში ვიზიტს შეგვიძლია დავუკავშიროთ. DSM – ს პრეზიდენტი საქართველოს 2019 წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.