30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Off-white-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იბრაჰიმ ქამარა დაიკავებს. გასული ათწლეულის ყველაზე ცნობილი ურბანული ბრენდის მართვა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრენდის დამფუძნებელს და ყოფილი შემოქმედებითი დირექტორის, ვირჯილ აბლოს გარდაცვალებიდან მხოლოდ 5 თვეა გასული.

იბრაჰიმ ქამარა სიერა ლეონეში დაიბადა, ბავშვობა კი გამბიაში გაატარა. 16 წლის ასაკში ლონდონში გადავიდა, სადაც განათლება პრესტიჟულ Central Saint Martins-ში მიიღო. მისი პორტფოლიო სხვადასხვა გავლენიან გამოცემებს მოიცავს, მათ შორისაა – Vogue.


Vogue იტალია – 2021 წლის ივლისი

ფოტოგრაფი – პაოლო როვერსი 
სტილისტი – იბრაჰიმ ქამარა


Vogue იტალია – 2019 წლის სექტემბერი

ფოტოგრაფი – პაოლო როვერსი 
სტილისტი – იბრაჰიმ ქამარა


Vogue Hommes – 2021 წლის გაზაფხული/ზაფხული

ფოტოგრაფი – რაფაელ პავაროტი
სტილისტი – იბრაჰიმ ქამარა


Vogue პარიზი – 2021 წლის სექტემბერი

ფოტოგრაფი – რაფაელ პავაროტი
სტილისტი – იბრაჰიმ ქამარა

“ვირჯილი მუდამ ჩვენთან იქნება. ჩემთან. მან მსოფლიო შეცვალა და წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვისთანაც შეხება ჰქონია და არამარტო, პატივია Off-White™️-თან არტ და იმიჯ დირექტორის როლში ჩემი კავშირის გაღრმავება და იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, რომელიც იმ ისტორიის თხრობას გააგრძელებს, რომლის წერაც ყოველი ჩვენგანისთვის ვირჯილმა დაიწყო.” – აღნიშნა იბრაჰიმმა ახალ განცხადებაში.