5 აპრილიდან იაპონია რუსეთში ძვირადღირებული ნივთების ექსპორტს აკრძალავს. სიახლე იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა.

აკრძალვა შეეხება : ძვირადღირებულ მანქანებს, სასმელს, კოსმეტიკას, ტანსაცმელს, ხელოვნების ნიმუშებს, ავეჯს, საიუველირო ნაკეთობებს და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ძვირადღირებული ნივთების ექსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც.