ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 57 წლის თომ ბრაუნი ამერიკული მოდის მმართველი ორგანიზაციის, CFDA-ის თავმჯდომარის პოზიციაზე ტომ ფორდს შეცვლის. სიახლის გავრცელებამდე, კანდიდატების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. როგორც ვკითხულობთ, საბჭოში ხმის მიცემა ანონიმურად გაიმართა.

Thom Browne – ახალი კოლექცია, გაზაფხული/ზაფხული 2023

თომ ბრაუნი საქმიანობას პირველი იანვრიდან შეუდგება. ცნობილია, რომ დიზაინერი 2 წლიანი კონტრაქტით აირჩიეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ტომ ფორდი CFDA-ის თავმჯდომარის თანამდებობას 3 წელი იკავებდა.