25 წლის მსახიობი პრესტიჟულ ჯილდოს 10 ნოემბერს, ნიუ-იორკში მიიღებს. სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა და უკვე მოიცვა მოდის პრესის ყველა წამყვანი გამოცემა.

CFDA Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელსაც “ამერიკული მოდის ოსკარად” მოიხსენიებენ.

Zendaya

ამერიკულ დიზაინერთა საბჭო (CFDA) ტომ ფორდის ხელმძღვანელობით, მოდის კერპის ჯილდოს გადასცემს ვარსკვლავებს, რომლებმაც საკუთარი ჩაცმის სტილით და იმიჯით მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მოდაზე და კულტურაზე.

აღსანიშნავია, რომ ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავია, ვინც CFDA-ისგან Fashion Icon -ის ჯილდოს მფლობელი გახდება. წარსულში, ეს პატივი წილად ხვდათ ისეთ გლობალურად აღიარებულ სახეებს, როგორებიც არიან: რიანა, ლედი გაგა, ფარელ უილიამსი, ბიონსე და ნაომი ქემბელი.

მიუხედავად იმისა, რომ ზენდეიამ პოპულარობა პირველად 14 წლის ასაკში მოიპოვა, მისი კარიერა ახალ საფეხუთზე HBO -ს ჰიტ-შოუში, “ეიფორიაში” შესრულებული როლის შემდეგ ავიდა. 2020 წლის სექტემბერში, 24 წლის ზენდაიამ სატელევიზიო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარება – Emmy-ის ჯილდო მოიპოვა.

Zendaya

უდავოა, რომ ახალგაზრდა მსახიობის წარმატებული კარიერის სრულყოფაში ძალიან დიდ როლს მისი ვიზუალი და იმიჯიც თამაშობს. ამას ამტკიცებს CFDA-ის გადაწყვეტილებაც ზენდეიასთვის Fashion Icon -ის ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით.