HBO-ს გახმაურებული სერიალის, „ეიფორიას“ მეორე სეზონის პრემიერაზე ყველას მზერა ზენდეიასკენ იყო მიპყრობილი. მოზარდების შესახებ გადაღებულ თინეიჯერულ დრამაში, ზენდეია მთავარი გმირის როლს ასრულებს, თუმცა წითელ ხალიჩაზე მის მიმართ არსებული მღელვარება მხოლოდ ამ ფაქტით არ აიხსნება.

გასულ წელს, ზენდეია მოდის სიმბოლოდ იქცა. მისი სტატუსი დადასტურდა მაშინ, როდესაც 25 წლის ასაკში, Fashion Icon-ის საპატიო ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა.

„ეიფორიას“ მეორე სეზონის პრემიერაზე, ზენდეიას Valentino-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბა ეცვა 1992 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან.

ლინდა ევანგელისტა Valentino-ს 1992 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე

ზენდეიას ჩაცმულობაზე ლო როუჩმა იმუშავა. ლო როუჩი ამერიკელი სტილისტია, ის თავს „იმიჯის არქიტექტორს“ უწოდებს. სწორედ როუჩი გახლავთ პასუხისმგებელი ზენდეიას ბოლოდროინდელ გახმაურებულ კოსტიუმებზე.

ზენდეია EUPHORIA-ს მეორე სეზონის პრემიერაზე


EUPHORIA – მეორე სეზონის ტრეილერი