ზარამ ახალი სარეკლამო კამპანიისთვის ინდუსტრიის ყველაზე აღიარებული და ძვირადღირებული არტისტები აიყვანა. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო ფოტოებში ვხედავთ სამოდელო ბიზნესის წამყვან სახეებს ლეგენდარული ფოტოგრაფის, სტივენ მეისელის ობიექტივში.

Zara შემოდგომა/ზამთარი 2021

ფოტოგრაფი: Steven Meisel

სტილისტი: Karl Templer

ვარცხნილობის სტილისტი/ვიზაჟისტი: Guido Palau & Pat McGrath

მოდელები: Mika Schneider, Mona Tougaard, Rianne Van Rompaey, Sacha Quenby

აღსანიშნავია, რომ გასულ ათწლეულში, მეისელი იშვიათად თანხმდებოდა გადაღებებს, რომლებიც ნიუ-იორკში, მისი სამუშაო სტუდიის გარე ლოკაციაზე იგეგმებოდა. აქედან გამომდინარე, ისეთი ბრენდების შემოქმედებითი ხელმძღვანელები, როგორებიცაა: Versace, Dior, Chanel, სტივენთან სამუშაოდ ნიუ-იორკში ჩადიოდნენ. ზარას კამპანია გადაღებულია პარიზში. როგორც ინსაიდერები იუწყებიან, კომპანიამ ლეგენდარულ ფოტოგრაფმს 6 ციფრიანი თანხა გადაუხადა.