ინვესტიცია Victoria’s Secret-ის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საცურაო კოსტიუმების ბიზნესის გამყარებას და ქალი ანტერპრენერების მხარდაჭერას გულისხმობს.

„10 წლის წინ, დღეს, 2012 წლის 25 მარტს, მე დავარეგისტრირე Frankies Bikinis და გადავეშვი ჩემი ბრენდის შექმნის ოცნებაში. გასული 10 წლის განმავლობაში, უამრავ თქვენგანთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, მშვენიერ ქალებთან, რომლებმაც შთამაგონებს და მხარი დამიჭირეს, რათა ჩემი შემოქმედებითი ხედვა რეალობად მექცია.

დღეს Frankies Bikinis-ის კიდევ ერთ დიდ მომენტს გიზიარებთ, Victoria’s Secret ოფიციალურად უერთდება ჩვენს ოჯახს.“

წერს ბრენდის დამფუძნებელი, ფრანჩესკა იელოუ ახალ ინვესტიციაზე.

ფრანჩესკა იელოუმ Frankies Bikinis 2012 წელს, ლოს-ანჯელესში დააფუძნა. გასულ ათწლეულში, საცურაო კოსტიუმების ბრენდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დღეისათვის Frankies Bikinis წამყვან ამერიკულ მაღაზიებში იყიდება.

აღსანიშნავია, რომ Victoria’s Secret-ის 18 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, ფრანჩესკა მაინც რჩება ბრენდის საკონტროლო წილის მესაკუთრედ. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის კომერციულ წარმატებას და ზრდის პოტენციალს.