გასული სეზონების გლამურის შემდეგ, ვერსაჩემ აქცენტი კვლავ სპორტულ, კომფორტულ და ქუჩის სტილზე გააკეთა. ქუჩის სტილის ელემენტების შეტანა წმინდა გლამურის, ფუფუნების იდეის მატარებელ ბრენდში მას უკვე აახლოვებს ამერიკასთან, ამავდროულად ერგება მომხმარებლების ახალ მოთხოვნილებებსაც. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ, ვერსაჩეს მფლობელი ამერიკული კონგლომერატი – კაპრი ჰოლდინგი გახდა.

Versace შემოდგომა/ზამთარი 2020 – მილანის მოდის კვირეული

Vogue Runway
Vogue Runway

შოუ მინიმალისტური შავი ლუქებით გაიხსნა, თუმცა საბოლოოდ, კოლექცია მინიმალიზმისგან მაინც საკმაოდ შორსაა. ჯამში, ქალის და მამაკაცის 91 ლუქი ვიხილეთ. ვიწრო და ჩაბნელებულ სივრცეში ძალიან მოკლე დროში წარმოდგენილი კოლექცია სანახაობრივად კარგ ეფექტს არ ქმნიდა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღაზიების თაროებს და კაპრი ჰოლდინგის საბანკო ანგარიშებს ნამდვილად დაამშვენებს.

Vogue Runway
Vogue Runway
Vogue Runway

ვერსაჩეს ჩვენება ცნობილი მოდელების გარეშე წარმოუდგენელია. არც გუშინდელი შოუ ყოფილა გამონაკლისი. პოდიუმზე ვიხილეთ: ნატაშა პოლი, ჯიჯი ჰადიდი, ირინა შეიკი, კაია გერბერი, ბელა ჰადიდი, ანია რუბიკი, მარიაკარლა ბოსკონო და ანა ევერსი. ჩვენება ვერსაჩეს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიის სახემ, კენდალ ჯენერმა დახურა.

Vogue Runway
Credit: Celebsfirst.com

ვიდეო: Versace შემოდგომა/ზამთარი 2020