მაღალი მოდის ბრენდებში ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელის დანიშვნასთან ერთად ლოგოების შეცვლა ტრადიციად იქცა. დიზაინერები ცდილობენ გამორჩეულები და განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ქვემოთ მოცემული სურათიც ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ ერთფეროვნებას ვიღებთ შედეგად.
ვერსაჩე იმ იშვიათ ბრენდებში შედის, რომლებსაც თითქმის 30 წელია ლოგოს მთავარი ნიშა არ შეუცვლიათ. ვერსაჩეს მედუზა ისეთივე საკულტოა, როგორც პრინტები და სუპერმოდელი სახეები.
მედუზას შეხვდებით ვერსაჩეს თითქმის ყველა პროდუქტზე: აქსესუარებზე, ტანსაცმელზე, სუნამოებზე, ავეჯზეც კი. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ჯანი ვერსაჩეს ეძღვნებოდა, სპეციალური ვიდეო სერიებიც ჩაიწერა, სადაც სუპერმოდელები მედუზას ისტორიას კითხულობენ.
ვერსაჩეს და მედუზას ისტორია 1993 წელს იწყება. იდეა ჯანი ვერსაჩეს ეკუთვნის. იტალიელი დიზაინერი ბერნძული მითოლოგიის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. რომში ხელოვნების ნიმუშევს ხშირად ათვალიერებდა. მედუზა მისი ფავორიტი იყო. მითების თანახმად, მედუზა თავისი სილამაზით ღმერთებსაც უტოლებდა თავს. ის ზღვის ღმერთის, პოსეიდონის რჩეული გახდა, თუმცა სექსუალური კავშირისთვის ცუდი ადგილი შეარჩია-ათენას ტაძარი. ამის გამო მედუზა დაისაჯა და ურჩხულად გადაიქცა, რომელსაც თავზე გველები ეხვია. მისი დანახვისას ყველა ქვავდებოდა. ვერსაჩეს მოსწონდა მედუზას ძლიერი, მაცდუნებელი ბუნება და სწორედ ამიტომ თავისი კომპანიის ლოგოდ მედუზას თავი შეარჩია. წლები გადის, თუმცა ვერსაჩეს არჩევანი კვლავ უჩვეულო და განსაკუთრებულია.