რიკ ოუენსის ექსცენტრიულობა მის აუდიტორიას ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს. გამომდინარე აქედან, ამერიკელი დიზაინერის ჩვენებები განსხვავებული, საკამათო და გაბედული სტილის მქონე ადამიანების ნაკლებობას არასდროს განიცდის. პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ახალი სეზონზე, ერთ-ერთი გახმაურებული მომენტი სწორედ ოუენსის შოუს უკავშირდება. ესტონელი არტისტი, ტომი ქეში რიკის ჩვენებას თითქმის შიშველი ესწრებოდა. კონცეპტუალურ განაცხადს ინტერნეტში წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა.
ტომის საინტერესო პერსონამ მოდის და ოუენსის ყურადღება რამდენიმე წელია მიიქცია. ესტონელის გაზრდილ პოპულარობას მოწმობს მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულების ახალი სეზონიც, სადაც ტომი ქეში არაერთ ჩვენებაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.