WWD ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებეს ახალი მსხვილი გარიგების შესახებ. ამჯერად საქმე ეხება სილამაზის და თავის მოვლის ინდუსტრიას. ცნობილი კოსმეტიკური გიგანტი, ესტე ლაუდერი Deciem-ის საკონტროლო წილს 2.2 მილიარდ დოლარად ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ ლაუდერმა პოპულარული ბიუჯეტური ბრენდის, The Ordinary-ის მფლობელი კომპანიის შეძენა, 2017 წელს, 29%-იანი წილით შესყიდვით დაიწყო. დღეს გავრცელებული სიახლის თანახმად, ესტე ლაუდერმა თავისი წილი 76%-მდე გაზარდა, ხოლო 2024 წლისთვის – კომპანიის მთლიან შესყიდვას გეგმავს.

The Ordinary

2020 წელს, შექმნილი გლობალური კრიზისის მიუხედავად, Deciem-ის გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, რაც მეტწილად, სწორედ The Ordinary-ის პოპულარობამ განაპირობა. კანის მოვლის ბიუჯეტური ბრენდი ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. Niacinimide 10% + Zinc 1%, AHA 30% + BHA 2% – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებიც მომხმარებლებში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. მათი ფასი კი, ხშირად 10 დოლარს არ აღემატება. კანის მოვლის ხაზის წარმატებიდან გამომდინარე, Deciem-ში დაიწყეს ორდინარის დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაზეც, უკვე გამოშვებულია კონსილერების სერია, თუმცა დღეს გავრცელებული სიახლიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.