კრუიზული სეზონის მიწურულს ფრანგულმა მოდის სახლმა ახალი კოლექცია წარადგინა. მასშტაბური შოუ სამხრეთ ესპანეთის ქალაქ სევილიაში, საკულტო Plaza de España-ს ტერიტორიაზე გაიმართა. ჩვენება ტრადიციული ესპანური მუსიკითა და ცეკვით გაიხსნა. გახსნაში მონაწილეობას იღებდა ფლამენკოს 60 პროფესიონალი მოცეკვავე.

Dior – 2023 წლის კრუიზული კოლექცია

დიორის შემოქმედებითმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიმ ფლამენკო არა მხოლოდ წარმოდგენის, არამედ კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილადაც აქცია. როგორც იტალიელმა დიზაინერმა აღნიშნა, 110 ლუქისგან შემდგარი კოლექციის მთავარი შთაგონება კარმენ ამაია, იგივე  ‘La Capitana’ გახდა. გასულ საუკუნეში, კარმენმა სახელი გაითქვა, როგორც ფლამენკოს პირველმა ქალმა მოცეკვავენ, რომელმაც სცენაზე მამაკაცის სამოსი მოირგო.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Dior Resort 2023