რთულია გავიხსენოთ სატელევიზიო შოუ,რომელმაც პანდემიის პირობებში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორიც ნეთფლიქსის ახალმა სერიალმა „ემილი პარიზში“. მიუხედავად იმისა, რომ შოუს პრემიერა 2 ოქტომბერს შედგა, პირველმა სეზონმა უკვე დაიმსახურა ისეთი გამოცემების ყურადღება, როგორებიცაა: Vogue, Guardian, BBC, New York Times, Vanity Fair. გასული 2 კვირაა, სოციალურ ქსელებში, „ემილი პარიზში“ არაერთი მიმის წყაროც გახდა, რაც ინტერნეტის ერაში წარმატების საზომადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, სტერეოტიპების, მითების და რეალობის გაერთიანებაა. ეს არის სერიალი, რომელიც რამდენიმე ცნობილ გასართობ ფილმს და შოუს მოგაგონებთ, მათ შორის: The Devil Wears Prada, Sex and the City, The Gossip Girl.

აღსანიშნავია, რომ ახალ სერიალზე Sex and the City -ის პროდიუსერებმა და კოსტიუმების დიზაინერებმა იმუშავეს. აქედან გამომდინარე, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ “Emily in Paris” სავსეა მოდით და რომანებით.

სერიალში ემილი კუპერის როლს მსახიობი ლილი კოლინზი ასრულებს. ლილი როლზე 2019 წლის აპრილში დაამტკიცეს.

“Emily in Paris” / „ემილი პარიზში“ 2020