გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ბრიტანელმა სუპერმოდელმა ჩვენება მისცა. მოსის თქმით, ემბერ ჰარდის განცხადება იმის შესახებ, რომ 1990-იან წლებში, ჯონი დეპმა ქეით მოსი კიბეებზე დააგორა და ამგვარად იძალადა მასზე, სიცრუეა.

ქეითი სასამართლოზე ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ მოსის პროცესში ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ემბერ ჰერდმა სასამართლოს მიმდინარეობის დროს მიცემულ ჩვენებაში ქეით მოსი ახსენა. ჰერდმა აღიარა, რომ 2015 წელს, ჩხუბის დროს, დეპს სილა გააწნა. მისი თქმით, ეს დის დასაცავად გააკეთა, რადგან ეგონა, რომ ჯონი მას კიბეზე დააგორებდა. “არ ვიხევ უკან, არაფერს ველოდები. გონებაში მომენტალურად ქეით მოსი და კიბეები გამახსენდა”- განაცხადა ჰერდმა. რამდენიმე საათის წინ, სასამართლოზე, მოსმა გარკვევით და კატეგორიულად უარყო ემბერის სიტყვები და აღნიშნა, რომ არასდროს, არანაირ კიბეზე, დეპს ის არ დაუგორებია.