წითელ ხალიჩაზე გაბედული გადაწყვეტილებებით ცნობილმა ემა კორინმა სტილის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი შემოგვთავაზა.

მსახიობი ხმაურიანად დაანონსებული ქვიარ დრამის – My Policeman-ის პრემიერაზე იმყოფებოდა. ემამ არჩევანი ჯონათან ანდერსონის შემოქმედებაზე გააკეთა, რომელიც ექსპერიმენტულობით გამოირჩევა. მოდის პრესის წამყვანმა გამოცემებმა, როგორებიცაა WWD და Vogue, კორინის კაბას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო წითელი ხალიჩის ლუქი.

პლასტმასში გამომწყვდეულმა ოქროს თევზის კაბამ საზოგადოებას ბიორკის გედის კოსტიუმიც გაახსენა ოსკარის 2001 წლის დაჯილდოებიდან.